პოეზია · ლირიკა
სო... ორ
ვარდი ხარ? — არა!ზამბახი? — არა!მარამ, შენ ღაწვთზე აღყვავებულნი,არიან ორნივ შეზავებულნი!ნეტარ მას ბულბულს, ვინც შენს ვარდს, ზამბახსზედ დამღერს მარად, ვით ეშყის ბანაკს;ვინც დასუნოსათმა ლადანასა,დაუდევნელად ბროლ მკერდზე გაშლილს;ანუ შეეხოსშენს წელს კიპაროზს,სიყვარულისა სარტყელით მოვლილს,სიცოცხლე მისი,ვითა მაისინეტარებითა აჰყვავდეს ახლად,და ვითა დილა გაზაფხულისა, საამოდ განვლონ მისდღეთა ნათლად!ეგ ორნი თვალნი,ორნი ვარსკვლავნი,ეშყის სადგურნი ბრწყინვენ გონებით,მათ ტრფიალებითმიჰმართავ ვისცა,განიხსნას მისთვის სიხარულის ცა!შენთა სიტურფეთ,როს გუნდნი მოტრფეთ,ვით ფარვანანი გარე დაჰფრინვენ,და შექცევაში,სიამის ზღვაში,გონება გართულს რომ მიგიზიდვენ, —მე განშორებულს,სვე გამწარებულსმაშინ გონებით თუ დამივიწყებ,არ შევინანებ,ოღონდ კი შენს გულსზოგჯერ ვახსოვდე ჩემდამო ერთგულს!
1835 წ.