↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში

ორბელიანი გრიგოლ

2026-07-182 წთ საკითხავი2973 ნახვა

—
შენს წმინდა სახეს,შვენებით სავსეს,სახიერებით განსხივებულსა,ვუმზერ კრძალვითა,თაყვანცემითა,ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა!მიხარის — გიმზერ,ვჰსწუხვარ — და გიმზერ,და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,არ გამოვფხიზლდე,რომ აღარ ვჰგრძნობდეჩემი სამშობლოს სულით დაცემას!..ყვავილოვანიწალკოტი შენი,შენის დიდების სხივ-მოკლებული,აღარა ჰშვენის,აღარ გვიბრწყინვისშავ დროთა ძალით, ფერ წახდენილი!..და, ვით განვლილსასიზმარსა ტკბილსა,მზეს დიდებულად ჩასვენებულსა,ვიგონებთ შენს დროს,გული გვიმაგროს,სრულად არ წავჰსწყდეთ ცის შემრისხავნი!ხნით დამაშვრალი,დაღონებული,შენადვე, მეფევ, მოველ ვედრებით:მოხედო ბედკრულსშენს სატრფოს — მამულს,და ჯვარითა შენით აკურთხო კვალად.შენი ივერიაღსდგეს ძლიერი,და დადგეს ერად სხვა ერთა შორის,წმიდით საყდარით,ენით მდიდარით,სწავლისა შუქით განათებული!ზნე ამაღლებით,ძლევის დიდებით,სამშობლო მიწის სიყვარულითა! —და გაგვიცოცხლდეს,რომ კვლავც მოგვესმესსიტყვა ქართული რუსთაველისა.რომ განვიღვიძნეთ,სულით განვახლდეთ,და განქრეს ბნელი უმეცრებისა!.....მარამ ცად თვალნიგაქვს მიქცეულნი,და მე ვეღარ მცნობ გულ-შემუსვრილსა,დამცირებულსა,ხმა-მიღებულსა,ბედ-დაკარგულის ივერიის ძეს!ეჭვით აღვსილსა,უსასოდ ქმნილსა,გულ-უიმედოს, გაუხარებელს!..ვაჰ თუ რაც წახდესვეღარა აღჰსდგეს,ვეღარ აღყვავდეს ახლის შვენებით?და რაც დაეცაის წარიტაცაშავმან ყორანმა ვით უმწე მსხვერპლი!ჰე, ცრუ სოფელო,დაუნდობელო,შენში კეთილი სად არს ფერ-უცვლელ?დიდება ჩვენი,ცად სხივ-მიმფენი,ნუთუ ესღა გვაქვს, ვჰხედავთ რასაცა?დაყრუებულსა,გზა შეუვალსა,უდაბურს ტყეში ტაძარს დარღვეულს,სად სახე მეფის,დიდის თამარის,სჩანს ძველს კედელზე გამო

ორბელიანი გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი