↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ალბომში ღრ[აფინია] ოპ[ერმანისას]

ორბელიანი გრიგოლ

2012-09-122 წთ საკითხავი2975 ნახვა

—
შეჰსტრფი საღამოს,ტკბილ სუნნელ-მყუდროს.მის სიბნელესთან სინათლე რეულს;ცა ვარსკვლოვანსა,ლაჟვარდოვანსა,და შორით კავკაზს სახე დიდებულს!მე მდუმარებითვჰმზერ გაოცებითშენზე მთოვარის შუქსა მოდგმულად,და ღამე ესე,სიტურფით სავსე,მრწამს, რომ შენგან არს დამშვენებულად!მრწამს, ჩვენის ცისამშვენიერისაშენ ხარ ვარსკვლავი, მოსული ქვეყნად!მან ინეტაროსვის მოეფინოსგულს შუქი შენი ტრფობისა ნიშნად!მრწამს, ცის ნათელი,ვარდის სუნნელი,ერთად რეულნი სულად ქცეულა,და შენს წმინდა გულს,სიკეთითა სრულს,უმანკოს, წრფელსა, დამკვიდრებულა.ეგ ჩემნი მკვლელნი,ზილფებნი-გველნი,ვინ დაადგინა ვარდ-ღაწვთა მცველად.რომ დღე და ღამით,ესრედ განცხრომითზედ ხელმწიფობენ ჩემ თვალთა მწველად?ნეტა ვის მისცესბედმან მხვედრი ეს,რომ გადაშლიდეს მაგ გველთა-მცველთა.და ზედ დაკვდომით,სულ ამოხდომითვარდთ დაგეკონოს ღაწვთზე გაშლილთა?ანუ ეგ თვალნი,ელვა მოსილნი,ვისა უმზერენ მინაზებულად?ან ვინ შეგეხოსშენ წელ-კიპაროზს,ხან ნიავებრ მსვლელს, ხან ხელმწიფურად?როს მშვენიერთა,ბაგეთა ვარდთა,განაღებ მღერად თვალთ ზე-ახილვით,მაშინ ნათელი,ცით მოვლენილი,გვირგვინოსან გყოფს თავს გარდმოფენით!მაშინ მეც მესმისხმა ანგელოზის,სულის, გონების ცადა აღმტაცი!არ ვიცი, სად ვარ!გულ-ტკბილად კი ვარ,ვჰგრძნობ ამ სიტკბოსა... ეს მხოლოდ ვიცი!მაშ უგრძნობლობით,გულ-გაქვავებითნუ დააბნელებ ნიჭთა ციურთა!უსიხარულოდ,უსიყვარულოდრა სანატრელ არს სიმრავლე დღეთა?მაშ რამ გვახაროს,რამ გვანუგეშოს,ან ჭმუნვის ცრემლი ვინა მოგვხოცოს,თუ სიყვარული,ზე-გარდმო მადლი,ღვთისა კურთხევად არ მოგვევლინოს?შენსა მელექსესმაქვს ვედრება ეს,რაც ვერ ვჰსთქვი ენით, მიხვდე გულითა!და შორს კავკაზსა,და მეც მუნ მყოფსა,ნუ მოგვიგონებ გულ-სიგრილითა!
1840 წ.

ორბელიანი გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი