↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეკატერინა ჭავჭავაძისას

ორბელიანი გრიგოლ

2012-09-121 წთ საკითხავი2971 ნახვა

—
წინანდლის ვარდო,სულითა ტრედო,გულითა წმინდავ, ვით მთისა წყარო!ვითა ცისკარი,ხარ მოცინარი,რომე მხილველის გული ახარო.იმხიარულე,ვიდრე სიცოცხლეშენი მშვენივრებს, ვით ყვავილთ ჯაჭვი;ვიდრემდის შენ ზედაგნათის, ვით მზე,სიჭაბუკისა ნათელ ვარსკვლავი!ჭმუნვის ღრუბელი,გულ-დამაბნელი,ვიდრე მხიარულს არ შეგხებია;ვიდრე ამ სოფლისდაუდგრომელისვარდნი ეკლადა არ გარდაგცვლია!
1829 წ.

ორბელიანი გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი