↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სუპერმანიფესტი

ჭანტურია ტარიელ

2026-07-181 წთ საკითხავი20033 ნახვა

—
სამოცდაათი მილიარდი მიცვალებულითდამძიმებული დედამიწა ბრუნავს და ბრუნავს!რამდენი გმირი! მოღალატე! კახპა! ველური! _დამძიმებული ცოდვა-ბრალით _პლანეტა ბრუნავს!
ადექით ფეხზე! მე გპატიჟებთ! ისევ! თავიდან!მე ყოველ თქვენგანს ვაპატიე დანაშაული!ადექით-მეთქი! და აავსეთ ისევ, თავიდანქალაქი! დაბა! სრა! სასახლე! ციხე! აული!
თქვენი გვარები! ჯილდოები და ტიტულები!თქვენი ქალები, მშვენიერი თქვენი ქალები!თეთრი მიხაკი! თეთრი ვარდი! თეთრი ტულიპი!ოქრო! ობოლი მარგალიტი! ლალები! ლალები!
ჩემო ბიჭებო! გოგოებო! ჩემო ბავშვებო!დამღალეთ ისევ, გამაბრაზეთ თქვენი ხმაურით!გრენადერებო! რაინდებო! კოხტა პაჟებო!თქვენც, თქვენს მკვლელებსაც გეპატიათ დანაშაული!
დავემგვანები მე ყველაზე ბედნიერ სარდალს,თქვენს დიდ არმიას გამწკრივებულს თუკი ჩავუვლი!აბა, ყოჩაღად! აბა, მკვირცხლად! ღიმილით! მარდად!სიცოცხლისა _ კენ! გეპატიათ დანაშაული!
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი