↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ბედი უნდა ყველაფერს

ჭანტურია ტარიელ

2009-09-121 წთ საკითხავი20044 ნახვა

—
ბედი უნდა ყველაფერს:ყველა ნახატს; ყველა ფირს;ყველა რომანს; ყველა ლექსს! -ბედი უნდა ყველაფერს!ყველა ტომს და ყველა რჯულს;ყველა ერს და ყველა ბერს;ყველა ხალხს და ქვეყანას! -ბედი უნდა ყველაფერს!ყველა მეფეს; სპასალარს;ყველა ჰერცოგს; ყველა პერს;ბედი უნდა ყველას დაბედი უნდა ყველაფერს!ყველა მახვილს მოქნეულს,იმ ფარის და ხმლის პატრონს -ბედი უნდა ყველაფერს!ვის - ჯოგი ჰყავს, ვინ კიდევვერ შოულობს წველა ყველს!ბედი უნდა ამასაც!ბედი უნდა ყველაფერს!ყველა მთას და ყველა ბარს;ყველა მოზვერს; ყველა ფურს! -ბედი უნდა ყველას დაბედი უნდა ყველაფერს!
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი