პოეზია · ლირიკა
(ვარიანტი)
გინდ კეისარი იყავ,გინდ - სიამაყე კორსიკის -სიკვდილის საქმე ყველა -წყდება დახურულ კარს იქით...
ვწუხვართ. დავეძებთ. ვფიქრობთ...იდუმალების არსი კიგახლავთ იმაში სწორედ,რომ საქმე წყდება კარს იქით...
ჩვენ - ტრაგედიას ვუმზერთ...გულისმომკვლელი ფარსი კიიქ თამაშდება, იქ -სადღაც... დახურულ კარს იქით...
ამ დედამიწის იქით,ამ ვენერას და მარსს იქით -შორს, უბოლოოდ შორს -სადღაც, დახურულ კარს იქით...
ვერსად... ვერასდროს... ვერვინ...ჰო... არც მე... არც შენ... არც იგი...შორს, უბოლოოდ შორს -მაგრად ჩაკეტილ კარს იქით...