პოეზია · ლირიკა
* * * დაგავიწყდი
დაგავიწყდი... დაგავიწყდა,დაგავიწყდა, დაგავი... -ასი დღეს და ასი ღამეჩემს მკლავზე რომ დაყავი.
ჩამოწერე, როგორც ძველიზღაპარი ან იგავი -ის ასი დღე: მე რომ - შენი,შენ რომ - ჩემი იყავი.
რომ ეგონე მთელ ქვეყანასჩემზე გადაგებული -სურათიც კი არ გვაქვს ერთი -ერთად გადაღებული.
ვერაფრით ვერ დაგივიწყებ,ვერაფრით ვერ დაგივი...ველი მკერდზე შენს შეხებას -ძველი იატაკივით...