პოეზია · ლირიკა
* * * გშვენის ლოყაზე ხალილუია
გშვენის ლოყაზე ხალილუია...მწვავს მიჯნურობის ალილუია...და არსად არის წყალილუია...ალილუია!ალილუია!რკინა ხარ, კლდე ხარ, სალილუია...მენგრევა ხერხემალილუია...აჩენს სიცოცხლეს ქალილუია...მოსპობს იგივე ქალილუია!ალილუია!ალილუია!შენთვის ვიქნიე ხმალილუია!ვკვეთე ხორცი და ძვალილუია!დღეს თვითონ მე საწყალილუიავკვდები, გშორდები! ალილუია!ალილუია!ალილუია!დახურულია ჩალითლუიაქვეყანა! ნაპერწკალილუიასაკმარისია, ალილუიარომ აბრიალდეს! ალილუია!ალილუია!ალილუია!