↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტყეში ვწევარ ირმებთან

გორგილაძე ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი22153 ნახვა

—
უხსოვარი მსახვრალი შემოგარენს თიბავს,არა! ჩემი დღეებიც დათვლილია, პიპა...დათვლილია შორენას ნეკნებიც და თმებიც,ვწევარ ტყეში ირმებთან და ბღავილში ვკვდები.ვინ მიყვარდა... ვინ მძულდა... რას ვერჩოდი გირშელს,არსაკიძის მარჯვენას დამხობილი გიშვერ.ფარსმან სპარსის გენიას და მუხთლობას ვბაძავდა ყელს ვუშვერ მონებზე გადაგდებულ ბაწარს.მჭყლიტავს ქვეყნის გვირგვინი და დიდებით მამხობს,ქვებში ქორსატეველას, თუ არხოტის ახლო.მორიელთა ბუნაგში, - თუ არაგვის ველზე,გადამშორდა შორენა და, - ნებიერას ვეძებ,ნებიერას! ვაიმე, შავდებიან მთებიდა ირმების ხამლებით გაბაწრული ვკვდები...ვინ მიყვარდა ვინ მძულდა... რას ვერჩოდი გირშელს,არსაკიძის მარჯვენას დამხობილი გიშვერ.
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი