პოეზია · ლირიკა
* * * სტუდია
შენ თქვი - დრო გაჩერდა, სადღაც მანქანიდან გადმომავალი,მერე ისევ უკან, ბოთლებისკენ მიბრუნებული,თან როცა ძველ კედლის საათს იხსენებსდა უსმენს შეკითხვას სხვისას - სხვისადმი:იმ დროის შესახებ, რომელიც გაჩერებული ეჩვენებაჩანთის ასაღებად დახრილს და წინ ხელგაწვდილს,ხელის გაშლამდე.და უკვე მანქანიდან გადმოსვლის წინვითომ მშვიდს ან თითქოს ნამძინარევს,როცა თავი ჯერ ისევ საწოლში ჰგონიადა თან ხედავს:ჯერ ისევ მანქანიდან გადმოდის -ვიღაც მის გვერდით უკვე წინ წავიდა -თუმცა, რატომ უწინ, უბრალოდ, სხვაგან, სხვისკენ,სხვისი სახლისა და შიშისკენ.ქვიშის ქარხანა მარმელადის ვარსკვლავებითსაკვამური მილის თავზე -ისე, როგორც მაშინ, ძველი, ჟანგიანი აივნიდან -ტუალეტში გაკრული კოსმეტიკის რეკლამებიდანდა ქალის წინდის რეკლამიდანდა სამზარეულოში ჟურნალიდან ამოხეულ ფურცლებზე -ნატურმორტი არასოდეს არსებული,რადგან ძალიან სხვაგან იყოდა როცა იშვიათი სიგარეტის მოწევის უფლებას იპარავდადა შორს ნისლში იყურებოდა და იმავ დროს გზაზე, ქარხნისკენ _იმ კინოთეატრზე ფიქრობდა, რომელშიც დასთან ერთად რაღაცამერიკული კომედია ნახადა უფრო ადრე ბოთლების ჩაბარებაზე და გაოფლიანებულხელისგულებზე წერდასათეატრო სტუდიისათვის სკოლაში,ბავშვთა სათეატრო სტუდიისათვის, რომელისაც ასე ეშინოდა -მაგრამ რატომ დადიოდნენ ყველანი იმ სტუდიაში?
ნოემბერი 88. პალანგა