↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ისინი სამსახურში მიდიან

კაჭარავა კარლო

2010-08-121 წთ საკითხავი3035 ნახვა

—
ისინი სამსახურში მიდიან.მამა ჭამს ხორცს, დედა ტელეფონზე რეკავს.მამა ისევ უკიდებს მეორეჯერ ჩამქრალ სიგარეტს.დედა გადის ტუალეტში.მამა ფიქრობს თოვლზე და სხვა ქალზე.დედა ტუალეტში წყალს რეცხავს, მამა სვამს ჩაის.დედა ფიქრობს აბორტზე, მამა ტელეფონზე რეკავს.დედა იცმევს პალტოს, მამა ტელეფონის ყურმილს აგდებს.დედა ემშვიდობება მამას, მამა პასუხობს, რომთვითონაც მალე წავა.მე ვნახე ისინი ერთად შვიდი თუ რვა წლის წინპარადის მერე, დროშებით გაწყობილ ქუჩაზე.შვიდი, რვა წლის წინ, ე. ი. იმ დროსროცა მაღაზიაში იყო კარაქი, ღვინო და სიგარეტი.
1990. ოქტომბერი

კაჭარავა კარლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი