↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მე ვიწექი, წელი მტკიოდა და მეშინოდა, თან რატომღაც ვფიქრობდი

კაჭარავა კარლო

2010-08-121 წთ საკითხავი3032 ნახვა

—
მე ვიწექი, წელი მტკიოდა და მეშინოდა, თან რატომღაც ვფიქრობდიქართულად ნათარგმნ პატრიკ უაიტზე.თითქოს ყველაფერს 60-იან წლებში თარგმნიდნენ.მე ვიწექი, წელი მტკიოდა და მეშინოდა.მე ვიყვირე, რა შუაში წელი, ერთი მეორესთანაა დაკავშირებული?!მაშინ არ უნდა დავბადებულიყავი; რატომ გამეზარდა წვერი?რატომ გავიზარდე, იმისათვის რომ დღეს ასე ვიწვე?არ ვიცი, სად მტკივა _ მგონი ყველგან.ჰო, ჰო, ასე მოვკვდები.თუ ის არ არსებობს, მაინც ვიფიქრებ ვარსკვლავებზე.ჩემგან განშორებულებზე და სხვა გზებზე მასთან მისაახლოვებლად.ეჰ, სენტიმენტალურია ეს ცეცხლი!ეჰ, სენტიმენტალურია ეს ცეცხლი!
1989

კაჭარავა კარლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი