↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ისინი ჰგვანან სცენის აბსურდულად თაყვანისმცემლებს

კაჭარავა კარლო

2010-08-121 წთ საკითხავი3030 ნახვა

—
ისინი ჰგვანან სცენის აბსურდულად თაყვანისმცემლებს,რომლებიც მოულოდნელად მსახიობთა საპირფარეშოებში შეჭრილნი,აქედან ეცნობიან სცენის კუმირთა ცხოვრებას.აქ აგებენ ისინი გარემოსთან ურთიერთობისთავიანთ გეომეტრიულ უხილავ სქემებს.ცინიზმი მათ ხელებში უამრავ პატარა ჩაქუჩებადაადანაწევრებული.ზოგჯერ ისმის ხმა, მათ მოსვლამდე არსებული,მხოლოდ მათთვის დაკარგული ცხოვრებიდან.აბსურდია გაზაფხულის ეს დილა, თუკი გნომისქალიშვილზე არ ფიქრობ.უხილავია სინათლის მასონთა სიცილი.სადღაც ისევ თამაშობენ ბეისბოლს.უსმინეთ უნგრელ დოქტორს. ამერიკული ფეხბურთი.სირბილი სანაპიროზე.ოცნება ტიტანიკში მცხოვრებ ამფიბია სულებზე.საქსაფონი.მაკარონის ქარხანა კვამლით ემშვიდობება ვარსკვლავებს.რა ვაკეთო?ახალი ცვლის მოსვლამდე, ერთი საათით ადრე,ღამით ცივ ქალაქში, სადაც აბსურდული მოგზაურიჩემსავით დამალულ გამჭვირვალე კედლებს მიღმაოცნებობს ძილზე,რომლის შემდეგ ღირს გამოღვიძება.
აპრილი, 1990. მოსკოვი

კაჭარავა კარლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი