პოეზია · ლირიკა
* * * ალენ გინსბერგის უცნობი ქრონიკა
რადიო, ნოემბერი, ნავთი, ჩაკეტილი მინდვრები,რომ ახსენებ მატარებელს.მოგზაურობა ღმერთებისათვის.მოგზაურობა ერთ ადგილზე სიარულისას.სიზმარში ქუდი მოვპარე - ის არ იყო სხვა.საშობაო ნაძვი თეთრია - მშიერი ბავშვია.პარფიუმერიაა, კავკასიური ნაგაზია შენთვის.ოდესღაც მეც ვხატავდი ნაცრისფერ ქვიშას.ანგინის დროს ბავშვებს ყელში ნავთს ავლებდნენ რძესთან.ეს თითქმის პაულ ცელანია თავისი მკვდრებით,შავ რძეს რომ უღიმიან. ამისთვის სხვაგანდა ყველანი ჰგავდნენ იმ დროს ერთმანეთს.