↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * თქვენ თამაშობდით, თქვენ ხატავდით ბოთლებს და დაკეტილ კარებს

კაჭარავა კარლო

2010-08-121 წთ საკითხავი3029 ნახვა

—
თქვენ თამაშობდით, თქვენ ხატავდით ბოთლებს და დაკეტილ კარებს -ბოთლებს - დაკეტილი კარების ფონზე გაღიმებული, ოდნავ მოჭუტული თვალებით.ერთი."ვგავარ ვარსკვლავურ გომბეშოს" - თქვა კაცმა."როგორი გემო აქვს რვა წლის წინ შეჭმულ ყველს?""შენ დაგეძინა დახატულ ბაგირზე ცოცვისას"."სახლები, ქვაფენილები, სიზმრები".მშვიდობით შიმშილო, მშვიდობით გაუთვალისწინებელო დამცირებავ,მშვიდობით მარტოობავ, მშვიდობით ჯანმრთელობის გაუარესებავ,მშვიდობით მართლა უმიზნოდ ხეტიალო, მშვიდობით იძულებითო სიფრთხილევ,მშვიდობით შიშო, მშვიდობით შეურაცხყოფავ,მშვიდობით მსხვერპლადქცევავ.პოეტურია მშიერთა სიხარბე?რატომ არ ჰგავს მარტომყოფი მსხვერპლი სხვებს?ანდროგინი კენტავრი.კონცეპტუალური ვახშამი, როგორც ყოველთვის არშემდგარი ვახშამია.ადამიანი, რომელიც დიდხანს ფიქრობს, - მხოლოდ ფიქრობს.გააშკარავდა ღამე ქარხნის სიფხიზლით.მინის კოვზებით მთელი ღამე ვახშმობდნენ ბავშვები, რომლებთაცყვითელი თმები და ნაცრისფერი თვალები ჰქონდათ.ქარხნის კუნძული დიდ ქალაქში ჰგავდა ჩაკეტილ გასასვლელებს,სადაც ვახტიორთა სიზმრები გაავებულ ძაღლებთან ერთადდასდევდნენ არჩართულ სირენებს, ანუ იმ ქალებს,რომლებიც ვერ ასწრებდნენ კივილს,როცა მათ კლავდნენ.
ოქტომბერი, 1992

კაჭარავა კარლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი