პოეზია · ლირიკა
* * * ბავშვებს, წვიმებს, ცარიელ მაწვნის ქილებს
ბავშვებს, წვიმებს, ცარიელ მაწვნის ბოთლებსგადაუფრენს ნოსტალგია მფრინავ თეფშებზე.კარაქისა და საპნის რიგში მდგომ ადამიანებსძალუძთ მხოლოდ ჩემი სიხარული.მიმავალთ სამარედქცეულ საწოლისაკენ.რა აზრი აქვს აფიშებს, რომლებიც უფროთხოვნას ჰგვანან, ვიდრე ცთუნებას.რომელ თეატრში ვნახავთ მეტ სიმართლეს,ან დავიძინებთ უკეთ, ვიდრე ჩვენს საწოლებში,მას შემდეგ, როცა რიტმული მოძრაობებითვარღვევთ ერთმანეთის სიმყუდროვესდა მერე არეული სუნთქვით, არეული სიზმრებითერთად გვძინავს.