↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი ებრძვის პურის რიგში მდგომთა ღამეს

კაჭარავა კარლო

2010-08-121 წთ საკითხავი3032 ნახვა

—
ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი ებრძვის პურის რიგში მდგომთა ღამეს.ყველა მის სამხილი ცუდად შემჩნეულია და იაფად ეწირება რამეს:ავტომატს ან თურქულ შარვალს.მისი ყველა მხილება ცუდადშემჩნეულია, როგორც კედლის მიღმა ორსული ქალის ხველება.მიწის თოჯინა და ოდესღაც იაფი რკინის საწოლი,რომლებზეც სიზმრებს არ ნახულობენ,რომლებზეც არ ისვენებენ ქალის ფეხებს შორის,რომლებზეც ვერ ტირიან,რომლებზეც ნახულობენ ცუდ ტელესიზმრებს.ე. ინგოროყვა კითხულობს "ბაადურ მაინჰოგის" ქრონიკასდა ეძახის ენდი უორჰოლს ან ჟან მიშელ ბასკიას.ან ეძახის პურის რიგში მდგომთა შვილების კერპებს:სტალონეს, ვან ბასტენს და კიმ ბესინჯერს,რომელთა სურათებიც ამკობენ პურის რიგში მდგომთა შვილების კედლებს,სახელმძღვანელოებს, ინტიმურ დღიურებს და სიზმრებსცივ და უტრანსპორტო ქალაქში.
1992

კაჭარავა კარლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი