↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამოგვასახლეს

მესხი რობერტ

2026-07-181 წთ საკითხავი4348 ნახვა

—
ჩვენ გამოგვასახლეს ციდან(თოვლი არაფერ შუაშია, უბრალოდ დაემთხვა)დადგნენ გაფუყული პოლიციელები,გააკეთეს დერეფანი,და თეთრი ხალიჩის გავლითხელკავით ჩამოატარესმოხუცებულები,ინვალიდები,შვილმოკლული დედები,სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფნი,სტუდენტები,ახალდაქორწინებულები...ფოტოალბომები,სარეცხის მანქანები,ბაზრობაზე ნაყიდი მეორადი ავეჯი...და ოპერატორები გვიღებდნენ ვიდეოს...და ერთადერთი მწვანე,რომელიც ამ სიუჟეტში შემთხვევით გაერია,იყო მინის სათამაშოებით მორთული ნაძვისხე...- დარეკეთ მის პატრონთან? – კითხულობდა ერთი,სხვაზე გაფიქრება რომ შეძლო...– დავრეკეთ უკვე! – პასუხობდა მეორე...– რაო მერე?..– გზაში ვარო, გზაში, გზაში, გზაში...ჩვენ გამოგვასახლეს ციდან,საკუთარი თავებიდან გამოგვრეკეს გუშინდა იარეთო გვითხრეს,ასე:პირდაპირ,ირიბად,მარჯვნივ,მარცხნივ...წრეზე,კვადრატზე,კუბზე...და ლოკეთო მარილი –საკუთარი თვალები,თოვლში ჩარჩენილი აქა–იქ...

მესხი რობერტ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი