პოეზია · ლირიკა
ამულეტი
/დედას/
დედი,საბანი დამახვედრე,ფოთლებიანი,აპრილში ცივაღამ-ღამობით,აბაშის პირას,სადაც წისქვილიფქვავსდა აფრთხობსუბელო ცხენებს.დედი,წამალი ჩამინაყე,შუბლი მაქვს ცხელი...ვღელავ,ვბორგავ,ვდარდობ ისევე,როგორც მაშინ,რკინის საწოლთან,როცა მომქონდახმელი პური,ქილა მაწონი,და ღიმილი -ბუტაფორია -ფარავდა ჩემშიშიშს დაცივი ზამთრისმოლოდინს...დედი,ბოლომდე გაუძელი,ხედავ, ფანჯრიდანშემოდის მზე დამიუსაფარჩრდილებს ამშვიდებს,აყუჩებს ონკანს...წუხელ სამება დამესიზმრადა დედამოკა,ქვიშის მოედანსდაჰყურებდაცრუ ეშაფოტი,დედი,სარკეში ვხედავ სიკვდილს,მოდის და მიდის,მიდის და მოდის,მას მისი სევდა მიაქვს,დედი,ჩვენ - ჩვენი ლოდი,გლუვი და მძიმე...დედი,საბანი დამახვედრე,აპრილში ცივა,აპრილში ქვებიძველ წისქვილთანბაძავენ თევზებს,იძრობენ ხავსსდაშიშველ ტანზეიყრიან კოპლებს,დედი,ერცახუ რომ აალდა,მე მაშინ მოვკვდი...მე მაშინ მოვკვდი,შენ რომ თმებიმოგკვეცეს, დედი,რომ მოგახვიესშიშველ ყელზეყვითელი კაშნე,მერე კი ქარშიფრიალებდადაჭრილი კაბა...სულ უფრო გგავარ -გულით,ნეკნით,ფრჩხილით,თვალებით...წინ მიდევს შენი ამულეტი -ნიჟარის მძივი...დედი,საბანი დამახვედრე,ჯერ კიდევ ცივა,ჯერ კიდევ ძალზე ცივა,დედი,აბაშის პირას.