↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მერე კი თურმე"

მესხი რობერტ

2005-03-131 წთ საკითხავი3513 ნახვა

—
...მერე კი თურმეყველა სახლი პატარავდება,არც საწოლია საკმარისი,აღარც საბანი.(ასე სამფეხა სკამი მახსოვს,პაპის პაპის ნაქონი სკამი,ხან ერთ კუთხეში მიაგდებდნენ, ხან - მეორეში,ნაგვის მანქანას არ ატანდნენ, -ენანებოდათ!)ნუ...ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში.ეს არც ქუჩაა,საღამომდე იდგე, უცქირო,და მერე თეთრი მზე აიჭრასთვალში რძესავით.ეს არც კუბოა,აწიო და მხარზე შეიდგა.რა მოხდა მერე,თუ არ ესმით,თუ ვერ ხედავენ,თუ ყნოსვაც არ აქვთ..."ვთქვათ, ასანთს გაჰკრეს "ცეოორით" სავსე ოთახში..."(დოს მარილი რომ დააკლდება!)ნუ...ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში,გაუმზეურეთ პერანგები და ხალათები,ბოლომოჭმული თავსაფრებიგაზაფხულებით...ნუ დაუფრთხობთ ჭიამაიებსდადიდი ხნის წინ გამოცლილი სუნამოს შუშაარ გატყდეს, ფრთხილად!ნუ...ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში.და არაუშავს,გამორეცხეთ ღამის ქოთნები -უხმოდ,მოთმენით!..ყველა ქოთნიდანბოლო-ბოლო სურო ამოდისდა წვიმის წყალი ჟონავს ხოლმესახელურიდან.

მესხი რობერტ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი