↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "სხალთასთან მთები აკმევენ"

მესხი რობერტ

2026-07-181 წთ საკითხავი4348 ნახვა

—
სხალთასთან მთები აკმევენ ნისლებს,მე აქ ვარ ისევმოკვლად წყურვილის,წყურვილის მოკვლად...გზა არის მოკლე,მოკლე და ვიწრო.ხეობა ყვითელ სამოსელს იძრობსქარის ხელებით...მე აქ ვარ ისევ,თეთრი ტაძრის საკურთხეველთან, –და მჯერა...მჯერა მომეშველები...

მესხი რობერტ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი