↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მაშ გამარჯვება

ტაბიძე ტიციან

2016-09-121 წთ საკითხავი10771 ნახვა

—
თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერედა დავუჩოქებ მიწას მუხლებით.- მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე,დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.
ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს,ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს,სანამდე უნდა, რომ მზეთ ედინოსგავარვარებულ ოქროს თაველებს!
სხვა რომ მოკვდება, მისთვის რა არი:წავა, გაქრება, როგორც სიზმარი,მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს,რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს.
ნეტა, სადა აქვს ამ ზვარებს ბოლო,ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი.სჯობს აღარ გქონდეს სულაც სამშობლო,ანდა არ იყოს ასე ლამაზი!
- სხვა საქართველო მაინც სად არი?რომელი კუთხე, რომელ ქვეყნისა?ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი,ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა?
დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა,და საქართველოს მედგას უღელი:- მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე,დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი!.
ივლისი, 1928 წ.
ტაბიძე ტიციან

ტაბიძე ტიციან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი