↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე

ტაბიძე ტიციან

2016-09-121 წთ საკითხავი10760 ნახვა

—
ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი,ვუახლოვდები ჩვენსკენ დარიალს,დამშრალი თერგი ერთი წვეთია,მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს.
წამექცა თავზე ცა გარღვეული,და ცაზე კიდევ სხვა მყინვარის ცა,და დარიალით გადარეულითვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს.
და გადავყურებ ალმას უფსკრულებს,კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს,ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებსდა რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდებს.
ვიცი მომელის მაინც ეს ბედი,და ისიც ვიცი ჩემზე ახია,ძვირფასო, არ ვარ, იცოდე, ყბედი,ან თავის მოკვლა რა ტრაბახია.
მაგრამ მიტაცებს ქარიშხალივითამ თვალუწვდენი ხრამების ფსკერი,ვიცი, ქალი ხარ, ყველა ქალივითვიცი, ამასაც ეჭვით უცქერი.
მინდა, რომ ვიყო მწირი გულადი,საშინელ ღამეს ვეფხვი რომ დაბდღვნა,ვარ ავსებული შენით გულამდედა მოვარდნილი ცრემლების წარღვნა.
მინდა მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე,მინდა გავიხსნა გული ალალი,მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,შენ ჩემ სიკვდილში არ გიდევს ბრალი.
ტაბიძე ტიციან

ტაბიძე ტიციან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი