პოეზია · ლირიკა
მეარღნეები და პოეტები
... და ალიონზე თეთრ დუქანთანსტირის არღანი.მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარშითავი დავიხრჩო.
სიყვარულისგან მეტ მოთმენისარა მაქვს ღონე,მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარშითავი დავიხრჩო.
მეტი მოზიდეთ კალმახებიმაშ არაგვიდან,რაც იყოს იყოს, ამ ქეიფსაცერთხელ ავიტან.
ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთილექსი დარჩება,განა გავხდებით პოეტებილექსის ჩარჩებად?..
- ნინა, ნინა, ჩემო ნინაგათხოვება, ხომ არ გინდა?- გათხოვება რომ მინდოდეს,შენი კითხვა მე რად მინდა?
ასე მეარღნე, დაამტვრიე,დასცხე, გეთაყვა,აბა რად გიღირს ერთი ძველიშენ მუხამბაზი!
რამდენი ძველი სიყვარულიამ მტკვარს თან გაჰყვა,ზაჰესის სინას ხომ გაჰყვებაეხლაც ჯამბაზი.
- “შაბათი რომ დაღამდება,კვირა გათენდება.თამრიკო მოწამლულა,რაღა მეშველება?”
ტყვილი იქნება, ჩემო ძმაო,თავს ვინ იწამლავს?ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილადჰქვიოდა თამრო!
ის სხვა სიყვარულს უეჭველადგულში იმალავს,რამდენიც გინდა, თვითონ ვიცი,იმას ჰყავს საქმრო...
ჩემო მეარღნევ, გენაცვალე,წაიღე სული,საქართველოში ნეტა ასევინმეს ვუყვარდე!
რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარხელით წასული,საქართველოში ხომ ფეტვივითსთესავენ ვარდებს!
ვიცი გიყვარვარ, ასე მწარედმიტირებ არღანს,ვიცი გიყვარვარ, რომ არ გინდამოკვდეს თამარი.
შენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდებიარვინ დაგმარხავს,თავის სამარხი ზედ გარტყიავერცხლის ქამარი.
ცდები, მეარღნევ, გათხოვდებაეგ შენი ნინა!არ დაიჯერო, ის თამრიკოცრომ მოიწამლოს.
ქალი ქალია, დიდხანს უქმროდრამ არონია,ქალი ქალია და იშოვისთავის მალამოს.
უბრალოდ ვკვდებით მეარღნებიდა პოეტები,მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაცგვეპატიება...