↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კავშირი გულთა შორის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
დიდო არმია! არის შენი მედგარი მხარიჩვენი სამშობლო მხარის მარჯვე ხმალი და ფარი.
მღერალმა ჩვენი ველის, ჩვენი მთისა და გორის,ჩვენ რუსთაველმა გვითხრა: კავშირი გულთა შორის!
იყოს ერთისთვის ყველა და ყველასათვის ერთი,რომ მიარღვევდეს ბურუსს გაკაჟებული მკერდი.
ვერავინ დაამარცხოს მგრძნობი მიზანის სწორის,მარადჟამს მზიანია კავშირი გულთა შორის!
კავშირი გულთა შორის! როცა გულს იცნობს გული,რაა ამაზე უფრო მშვენიერი და სრული.
გზა გვქონდეს გამარჯვების არა ერთის და ორის,ყველაფერს გადალახავს კავშირი გულთა შორის!
ძველო ასპინძის ველო, ძველო ციხეო გორის,მკერდით გიცავდათ მძლავრი კავშირი გულთა შორის!
მარად სიცოცხლეს უდგა და ისტორიის მდორისამფეთქებელი იყო კავშირი გულთა შორის!
უძლეველია ციხე, ბუდე ორბის და ქორის,რაიც ააგო დიდმა კავშირმა გულთა შორის!
დიდო არმია! მძლეა ფიცი ტოლის და სწორის!კავშირი გულთა შორის! კავშირი გულთა შორის!
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი