↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეწყერი მეწყერს

ტაბიძე ტიციან

2016-09-121 წთ საკითხავი10766 ნახვა

—
გაელავს, დაჰკრავს მეხი მეხს მწვერვალს,მთა ტიტველია, არ აქვს საფარი,თვითონ მეხია და თვითონ ელავს,როგორც შამილის თეთრი ფაფარი.
ნეტა თუ სადმე ხარ ძე კაცისა,ამ უკვდავებას ქედს არ უხრიდე.თუ გაწყდა ძარღვი სიმამაცისა,მე ცოცხალი ვარ ერთი მჲურიდი.
ვარ დაფრენილი ორბისგან გნოლიდა არ იკარებს გული სალავათს,ხევსურის ჯაჭვის ნაგლეჯი რგოლი -ერთი ვაცხადებ მარტო ჰაზავატს.
ვარ გათელილი ლეკის ნაბადი,ყველა სახსარი მაქვს დალეწილი,მაგრამ ვაჟკაცმა მხოლოდ გაბედედა მეც ვაჟკაცის დამიდე წილი.
რა საჭიროა მელნად გიშრის ტბადა კალმად კიდე მინა რხეული,თუ ამ სიბრაზით გული გაგითბა,თუ ამ ჟრუანტელს იგრძნობს სხეული.
მეწყერი მეწყერს, ლანქერი ლანქერს,კლდე კლდეს ასკდება, ზვავს ღუპავს ზვავი.ცა მოწყალებით თავზე დამცქერის,არ მემეტება მოვიკლა თავი.
ტაბიძე ტიციან

ტაბიძე ტიციან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი