↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლექსი წელკავი

ტაბიძე ტიციან

2016-09-121 წთ საკითხავი10762 ნახვა

—
ვწევარ ორპირში... ბავშვი სიცხეში.და უმღერიან წითელ ბატონებს.ვარდი და ია მოუსხამს ჩონგურს,დედის ცრემლები სიმებს ათრთოლებს.
თავზე მადგანან ძმები და დები,ვეღარ მალავენ გულში სიხარბეს,იმდენს პირდება დედა ბატონებსძღვენს და საჩუქარს - რა გინდა რა ფერს.
დადგა და დადგა ვაშლების ზვინი,მოაქვთ და მოაქვთ მეზობლებს ხილი;ალუჩა, ბალი, მარწყვი და ხენდრო,შაქრის ყინული გადაგრეხილი.
გახვეული ვარ თავით ფოჩებში,ვარდის გამოხდილ წვიმაში ვცურავ,ეს საბანია ასე ლამაზითუ ანგელოსის ფრთები მახურავს?
ებრძოდა ქარი ჭალადიდიდანაბრიალებულ ატმების ტოტებს.გადაულოცეს, როცა ბატონებსდიდი მადლობით, რომ შემიცოდეს.
არ დავფიქრდები არც ერთი წამი,ასე ჩავიცემ მე გულში დანას,თუ ამ სინაზის და ჟრუანტელისერთხელ მიმღერებ ბავშვობის ნანას.
ამხანაგო და ძმაო მკითხველო,რომ ჩემზე უფრო გსურდეს მოსმენაჩემი ლექსების - მე აღარა მწამს,მაშ იქონიე, ცოტა მოთმენა...
მჯერა, გულშიაც გამკრავს წელკავიდა ლექსი თვითონ ამოდუღდება.ხბო რომ აწვალებს რძეგამშრალ ძროხას,პოეტს და მკითხველს ეს არ უხდება!..
ტაბიძე ტიციან

ტაბიძე ტიციან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი