↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ახ, ნუ შეახებთ ხელს ჩანგის სიმებს,ქნარი მწუხარედ აწკრიალდება,ციურ კაეშნით ზედ დასციმციმებსმას უკვდავების ნაზი ღვთაება.არ ვიცი რისთვის, განთიადისასმე მან გადმომცა წკრიალა ქნარიდა ყოველ წინსვლას მგოსნის ჰანგისასთავს დაჰფარფატებს, როგორც სიზმარი.ნუ, ნუ გათელავთ ფეხქვეშ შვენებას,ნუ შეურაცხყოფთ დიდების ტაძარს -ბედით რჩეულთა წრფელ მისწრაფებას,მათ იმედის სხივს და თავშესაფარს.ნუ მეუბნებით, რომ განთიადზე,უღვთოდ წამებულს, აღმოხდა სული,არა! ის ცოცხლობს! ჩვენს მიმკრთალ ცხადზეუფრო წარმტაცი და დიდებული!
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი