↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პლაკატების კივილი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
კარგად შექმნილი ქრონიკები ყველა გაზეთებს!განცხადებები შუა-გვერდში, ყოველ კვირაში!განცხადებები უჩვეულოდ უნდა აიწყოს!მთელი ენერგია თვალსაჩინო ადგილისათვის!პლაკატები ტრამვაებსა და მაღაზიებს,პლაკატები რკინისგზებზე და მოედნებზე.აჰა, სცენაზე გამოჩენის დროც მოახლოვდა,ო, მოუხშირეთ განცხადებებს... აღნიშნეთ ეს დღე.აღნიშნეთ ეს დღე ქრონიკებში და რეკლამებში.უნდა მოეწყოთ ხელოვნური ყვავილებივით.გატაცებები შემთხვევითი მაინც სჯობია.თეატრებიდან გადმოყარეთ ჭრელი ფურცლები.ხალხი ორ ჯგუფად გაიყოფა, ეს ნუ გაშინებთ.ჩვენს მხარეს უნდა დარჩეს ჯგუფი გავლენიანი:ფელეტონები, ქრონიკები ყველა გაზეთებს.კვირაში ორჯერ, უსათუოდ, კვირას, ხუთშაბათს.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი