↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეზია - უპირველეს ყოვლისა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2012-09-121 წთ საკითხავი106455 ნახვა

—
სული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა!მეგობრებო, სიკვდილამდის მექნებამხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება:პოეზია - უპირველეს ყოვლისა!
თავდადებულ ბრძოლებისთვის ნახევარგზად დაღლილი არვის არ ვუნახივარ,მარად მანთებს შუქი სვეტის ცხოვლისა:პოეზია - უპირველეს ყოვლისა!
სიკვდილივით მარადია სურვილიმთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა,ყველაფერში შუქით შემობურვილი:პოეზია - უპირველეს ყოვლისა!
თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს,მე მოვკვდები - როგორც პოეტს შეჰფერის,სიმღერები ხალისის და ბრძოლისა,პოეზია - უპირველეს ყოვლისა!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი