↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვინ მელოდება

ხალვაში ფრიდონ

2026-07-181 წთ საკითხავი52774 ნახვა

—
ვინ მელოდება დანდალოს ხიდთან,თამარის ხიდთან ვინ მელოდება?ჩემი ბავშვობა ჩემთან მოვიდა,ბავშვობა ჩემი განმეორდება?
ხიდზე გასულა მწყემსი ბიჭუნაღაზლის ხალათით, მესხურ ქალამნით,ქარი მინელდა, ხევი მიჩუმდა,არ იყურება გზიდან არავინ.
გადაჰფენია თმები ყურებზე,თხელი გულ-მკერდი გადაღეღია,ვის ელოდება, სად იყურება,ვისი ძახილი ესმის ღელიდან?
სხვა გზები მელის, სხვა აღმართები,სხვა დაფლატული გადასასვლელი,სხვა ელვა-ქუხილს გადავეყრებიდა სხვა წვიმები დამასველებენ.
მაგრამ ის ერთი ყლუპი ნიავი,ბავშვმა ამ ხიდთან რომ ჩავისუნთქე,ჩემი სულია, ბედისტრიალო,შენც ხომ აქაურ მზით დაითუთქე?
ხმა და ანბანი წარსულის ჭირთაშემომინახეს მე ამ ლოდებმა,ვინ მელოდება დანდალოს ხიდთან,თამარის ხიდთან ვინ მელოდება?
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი