პოეზია · ლირიკა
* * * ხევს გაღმა მოჩანს მწვანე სერები
ხევს გაღმა მოჩანს მწვანე სერებიდა მოთენთილი მწუხრი ზაფხულის.მოგონებების ცისფერ ტევრებშიგაიფოთლება ჩემი წარსული.
მას სიხარული ახლავს ნამცეცი,ამძიმებს დარდი ქვეყნის ოდენი.ბავშვობას ნისლავს ომის ქარ-ცეცხლიდა სიჭაბუკეს _ ჭრელი ძონძები.
ვიხსენებ, სულში ჩნდება ხანძარიდა მიკვირს _ იმ დროს რატომ შევხარი,როს თექვსმეტი წლის ბიჭი საწყალისაფიცრე მორებს ხელით ვხერხავდი.
ცაში ავფრინდი, ბალღმა კალმახირომ ამოვაგდე წყლიდან ანკესითდა მერე ჩემი ლექსად ნაჯღაბნირომ დაიბეჭდა ონის გაზეთში.
როგორ ვისწავლე ვაჟა ზეპირად,ან როგორ გავხდი კარგი მკითხველი,და ქალამნებში გამოწკეპილმაროგორ ვიგემე კოცნა პირველი.
ახალგაზრდობა ნაჯახირევითვალს და ხელს შუა ქარს გაჰყოლია,პირველი კოცნა, ლექსი პირველი _სხვა სიხარული მე არ მქონია.
ვწრიალებ, როგორც ღველფის მჩხრეკელი,ვარ მეცხრე ცაში ფიქრით ასული,ცისფერ ბურუსში დარდის ეკლებითჩანს დაფლეთილი ჩემი წარსული.