↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წამყე ბეთანიისაკენ!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2009-05-131 წთ საკითხავი96947 ნახვა

—
წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლოიყო ორბელიანებისდა ირაკლის სამოსახლო.
გზაზე, სადაც ცაცხვებია და მუხნარი უმეტესი,არსად ქვეყნად არ მინახავსადგილები უკეთესი!
ადგილები ასე მშვენი ვარდისაგან, იისაგან...სანადირო ადგილები...წამყე ბეთანიისაკენ!
მოდი, სადმე უდაბური ვპოვოთ კუთხე ქედმომაღლო,გადმოვხედოთ მაღლით თბილისს -მე აქ უნდა დავესახლო!
წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლოიყო ორბელიანებისდა ირაკლის სამოსახლო.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი