↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წარსულის ჩრდილები

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95268 ნახვა

—
ღამეა. მთვარე. ხეივანი.- ოჰ, მეგობარო!მომჯადოებელ ვარდს ვეძახდიგუშინ რუსუდანს.- მაშ ეხლა უნდა მოგილოცო.- თუ გსურს მართალი,მე მშვენიერი მირჩევნიაყველას თამარი!რაც შეეხება ლამაზ ნინოს...(დაბოლოება წარმოითქმისსავსებით წყნარად:ხელი მეგობრის დაეჭდობამოსაუბრის ხელს).- დე, იყოს ასე! მაგრამ შერიფს...ოჰ, ეს შერიფი!(ორივე ერთად ხეების გზითგაისეირნებს.ლურჯდება ჰაერი.ენთება ღამე).- მე ველი ამეღამისე, როგორც კახაბერი.თუმცა ეს კაციგადასცდა ჩვენი საუკუნისგადამწყვეტ საზღვრებს.რაც შეეხება ჩემს ოცნებას...დღეს გონებაშისამი სახელი ღვთაებრივიუძველეს დროის ისევ მინათებს.უპირველესად რუსუდანი,- სს...შემდეგ თამარი იტრიიდან,- ჩუ...- უკანასკნელად ქეთევანი,- ...!- იცი: მე მზად ვარ ვაღიაროძვირფასი „მაშინ“.(ხან ალისფერი, ხან წითელიხის რტოებშიჩნდება სინათლეჩამავალი მზის).ასე ჩურჩულითმოდის ეს ორი, ხეივანისდახვეულ გზებით.სახლის ფარდებზე თეთრად ჰქრიანნაზი ფარდები.ჩამავალ მზეზეკანკალებენ მათი ჩრდილები.ყველა მათ ჩრდილებსსიყვარულით გადახვეული,რომელთაც მათი მოგონებაეალერსებაXII საუკუნიდან.
1919
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი