პოეზია · ლირიკა
ვარძია
ზეგანის ჩრდილი კლდეზე გართხმულიგაქრა და მთებში მძიმედ შებინდდადა ღამე, როგორც ქვეყნის წარსული,გარეთ მობობღავს გვირაბებიდან.
დაკბილულ კლდეებს უღიმის მთვარე,იღვრება მთებში რძისფერი თქეშიდა მეჩვენება _ თამარის ლანდიმდუმარედ დადის კლდის დერეფნებში.
ასე მგონია, ღამის სიწყნარესშეარხევს რაღაც მძიმე და დიდი.მესმის შხუილი, დრო, ვით მდინარე,მტკვრის ხეობაში ზოზინით მიდის.
ღრუბლის ფთილები ფრთებმოვერცხლილიმთვარემ დახატა ლაჟვარდზე ასე?თუ დრო _ მდინარე, კლდეებს შეხლილი,ჭორომებს აჩენს ვარძიის ცაზე?
კლდეს არ ეცემა შუქი სანთლების,დუმილი ნაბდად ჰკიდია ხრამებს,სქელი ბურუსით, მრუმე ლანდებითორწოხებს აწევს ვარძიის ღამე.
შეიშმუშნება ღამე ზღაპრული,ჩამესმის ჩქამი მოულოდნელი,მდორე დინება კლდეებს გადუვლისდა უფრსკულებში ცვივა ლოდები.