↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხმა ჯვარის მონასტერში

აბაშიძე ირაკლი

2026-07-182 წთ საკითხავი4035 ნახვა

—
- მე დავიკარგე...დავიკარგეთუ დღეს გადავრჩი?დავრთგუნე სული,თუ ეს სულიმე დღეს გავწმინდე?ვარ სამშვიდობოსვარ აღმართზეთუ თავდაღმართში?რა უნდა ერქვასჩემს აქ ყოფნას,სუნთქვას აწინდელს?მე გარდვისახე?ძველი ჩემიგახმა ყვავილი?კვლავ ახალ ვარდთა,უფრო კარგთადღეს ვარ მფლობელი?კვლავ ვფარავ სულში,თუ გულმართლადდავთმე ყოველი?დავთმე?და, იქნებ,არმც რამ მქონდა დასათმობელი?მე შენს დიდ კანონს,დიდ განგებასროდის გარდაველ,როდის დავაკელსითბო ლოცვას,ლოცვას მონებრივს,მაგრამ თუ ზოგჯერვერ ვუჭერდი ფიქრსაც სადავეს -რად მომეც ნიჭი,გულისყური,თვალი გონების.ან იქნებ ცოდვადარც მეთვლებაეს მკრეხელობადა შენ, პირიქით,მცირედ მითვლიდიჩემს შემართებას;იქნებ ამაოდშენთან ვიწყებთავის მართლებას.მე - სხვა ბუნების მოწოდება,მე - სხვა ხელობა.გარნა ვინ ვიყავ?რა ხმა მქონდა,რა საკუთრება?ვიყავ მმართველი,ხმელთა რისხვა,ზღვათა მპყრობელი?მე მეპყრა სკიპტრა?მბრძანებლობისმქონდა უფლება?ვიყავ ქალაქთააღმმართველი,დამამხობელი?მე აზრი ვიყავ...ბედი კაცთამე არ მებარა,ჩემად ნუგეშად,ჩემად ტანჯვადმე ეს მეყოფის..მე კაციც ვიყავ,მეც ამ მიწისმედო ბეგარა: -მე ვიყავ მონასიყვარულისდა ერთმეფობის.თუ ეს მდევს ცოდვად,თუ მაინც მთვლისულად ცოდვილად,თუ მიხმობს შენიხმა დამსჯელი,მაღალ-მეფური -ჰა, მოველ შენთანგულგახსნილად,დედიშობილად,უკვე სამარისკარს მიმდგარი,დაღამებული.მარქვი, სად ვტყუი,სად ვარ მცდარი,სად ვარ მართალი?დღეს მარტვილი ვარ,ყარიბი ვარ,ვარ განდეგილი;მარქვი, მე ჩემი გაზაფხული,ჩემი ზამთარი...პანტოკრატორო,შენს წინ ვდგავარმუხლმოდრეკილი“.
აბაშიძე ირაკლი

აბაშიძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი