პოეზია · ლირიკა
ხმა სამრეკლოსთან
- შენ გეაჯები,შენს ვედრებას,გულით ნათმენი,სად წამოსულიმონა შენი,მონა ყარიბი:არ დაუკეტო საქართველოსპონტის კარები,არ მომიკვეთოშენს ჯვარსმიწა, შენი ნათელი.რად მეჩვენებაჟამი ჭირთა მოახლოების,რისხვა განგების,შემოწყრომა მა ალ სამართლის;რატომ ჩანს შავადუსაზღვროება აღმოსავლეთის,რად მესმის გლოვაშორი ქართლის სამრეკლოების.რად მესიზმრებახმალი, ტარში გადამსხვრეული,ტანჯვა, გოდება,ბედშავობა, ცრემლი მალულირად დამდევს ლანდადბედწამხდარი ჩემი მამული.მამული, შენს ჯვარს მოწყვეტილადა დამწყვდეული.აკმარე ჭირი,მტრის მონობა,სპარსი, არაბი;აშორე ცრემლი,უსჯულოება,წარღვნა, ქარაფი;შენ გევედრები,შენს დიდ გზაზელოცვით მარები:არ დაუკეტო საქართველოსპონტის კარები“.