↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაგვტოვეთ მარტო

აბაშიძე ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი4041 ნახვა

—
დაგვტოვეთ მარტო!..მე დღეს ხმაც და სიმიც დამაცვდა,იმ საზღვრის ხაზთან,იმ შავ ხაზთანდღეს მეც შევჩერდი.დაგტოვეთ მარტო-ერთი სიტყვაცმაქვს ქვეყანასთან,დაგვტოვეთ მარტოახლა მე და ეს მზისქვეშეთი.
მე ცამდე სავსეათას დრამით, ათას ქარიშხლით,ყველა ქარიშხლისყველა დრამისსუნთქვით მცნობელი...ერთი რამ სიტყვაც,ერთიც დამრჩამე ანგარიში-დაგვტოვეთ მარტომე და ჩვენი წუთისოფელი.
მე მისი ჯიში,სისხლი მისიდა მისიანი,მე ხმა შენდობისხმა იმედისხმა დამშვიდების;ქება-დიდებით მე ვავსებდიამ დიდ მზიანეთს,სხვა რამ არ მითქვამსგარდაქება-დიდების.
ახლა დავკეცოთ,ახლა დავდოთ,ახლა დავხუროთრაც რამ დამთავრდა,რაც რამ გაქრა,რაც რამ დანაცრდა...უშუამავლოდ, უმსაჯულოდ, უმეთვალყუროდდამტოვეთ მარტომე ამ დღესთან, ამ ქვეყანასთან.
აბაშიძე ირაკლი

აბაშიძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი