↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მამა

აბაშიძე ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი4042 ნახვა

—
თუ იმერეთში სინათლით სავსეგინახავთ ჩვენი პატარა თემიდა უსინათლო ვაჟკაცი გახსოვთ-მშობელი მამა ის იყო ჩემი.
მას ერთხელ გაჰკრა სიკვდილმა გვერდიდა თვალში მოხვდა რჯულძაღლის ცელი,და მერე ჩამქრალ თვალების სევდითოდაში იჯდა თხუთმეტი წელი.
ხან თემშარაზეც ფრთხილად და ჩუმადგამოჩნდებოდა ჩალისფერ ჩოხითდა სიცოცხლის და სიკვდილის შუაგზას მიიკვლევდა ბამბუკის ჯოხით.
და მოკვდა ისე, რომ მას სიკვდილი,არ დაუნახავს - გამხმარი ძვალიდა მოკვდა ისე, რომ ტკბილზე ტკბილიცარ დაუნახავს ქვეყანა თვალით;
არ ჩარჩენია ჯავრად მშვენებალურჯი ველების, ლურჯი ქედების...მე კი, მე იმ დროს რა მეშველება,ორივე თვალში რომ ვიხედები.
აბაშიძე ირაკლი

აბაშიძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი