↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დილა არის ახალი წლის

აბაშიძე ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი4043 ნახვა

—
თუმცა მიწას თოვლი ფარავსდა მზის სხივით აღარ იწვის,გულში მაინც ცეცხლი ელავს,დილა არის ახალი წლის.
გაყინულა ნაკადული,წყლის ჩუხჩუხი აღარ ისმის;გულს კი მაინც ზეიმი აქვს -დილა არის ახალი წლის.
ხეზე ჩიტი დაღვრემილა,თითქოს ფრენა აღარ იცის,გულს კი თითქოს ფრთა შესხმია -დილა არის ახალი წლის.
გაძარცულა ხის ტოტები,ზედ ფოთოლი აღარ იძვრის;გულს კი თითქოს სიო არხევს -დილა არის ახალი წლის.
ავდგეთ ქუჩებს მოვეფინოთ,გული სახლში აღარ იცდის;მივულოცოთ ჩვენს სამშობლოს -დილა არის ახალი წლის.
აბაშიძე ირაკლი

აბაშიძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი