↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბევრი ამქვეყნად

აბაშიძე ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი4050 ნახვა

—
ბევრი ამქვეყნადერთ თბილ დღეს ნატრობს.ბევრს თოვლიც არ წვავს,გულით რომ სურდეს.მე კი სხვა მიწის რა უნდა მშურდესსამშობლო ჩემო, შენს შვილს და პატრონს
ცხელ ინდოეთის ვიყავ სტუმარი,სულით შევეწყვე, გულით გავენდე,მიწას არ ჰქონდა რამ საწუნარიოკეანიდან ოკეანემდე.
რის დაწუნება, რა დაწუნებაისიც შენგვარად არის ზღაპარი.მაგრამ შენ არ ხარ მარტო ბუნება,მაგრამ შენ არ ხარ მარტო მთა-ბარი.
სუნთქვა ხარ, სუნთქვა, გულის ფანცქალი,ლხინის აფრენა, ჭირის მოთმენა,მაგრამ მცირე ხარ,შენ გენაცვალე,სულ პატარა ხარ, გულისოდენა.
არ გასწვდომიხარ მერიდიანებს,ამ დედამიწის სიგრძე-განედებს,შენი ფოთოლი არ მიფრიალებს
აბაშიძე ირაკლი

აბაშიძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი