პოეზია · ლირიკა
დედა
დედა, იტირე შენი,შენი პატარა შვილი,იმდენად პატარა,რომგონია,დიდი არი.დავდექი დღეს დილიდანარაყით გალეშილიდასუსხულ სარკესთან დაკაი ხანს ვიტრიალე.მე სადღაც მივიჩქარი,მივდივარ-მეტეორი.მეგონა,ერთი იყო,სულერთი ცა და ბედი.თურმე შენ,რა ვიცოდი,თანდათან ბერდებოდი,რამდენად ბერდებოდი,იმდენად გადარდებდი.ჩვენ ერთად გავიზარდეთპატარა პროვინციულთოვლიან ქალაქში დაძალიან სასაცილოდერთ ხაზზე თავსდებოდასკოლა და პოლიცია,ბაღი და ახლაც მახსოვს ის სუნი,სასადილო,რომელშიც შევდიოდით დაფერად ლიმონათებსდაზეპირებულიღიმილით მოგვიტანდნენ,მერე ჩვენ დავტოვეთ დათვალებით მიმოვფანტეთიმ უბნის ნაცნობი თუუცნობი მობინადრე.ცა ბოღმით ისერება,დრო გადის ისე ნელა.გადის და არაფერი:ნისლების ოკეანე.ჩვილი რომ გესიზმრება,იცოდე,ისევ მე ვარ,ჰო, ისევ ბავშვი ვარ დაბავშვივით მომიარე.დე,გარეთ ზამთარია,ისეთი ზამთარი, რო-მომდგარა გაზაფხული,ნანატრი კამელია,მე და მამაჩემი ვმღერით:"რამ-და -რი-რო"...არ შეიძლებოდა,დღეს არ დამელია...