↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეოცნებეს

პუშკინი ალექსანდრე

2023-05-121 წთ საკითხავი9121 ნახვა

—
ვ. კ. კიუხელბეკერს
მწარე ვნებაში შენ ნახულობ სიამოვნებას,შენ მოგწონს მწარე ცრემლების დენა.ამაო ცეცხლით, მხურვალებით არ ღლი გონებასდა გულში ბუდობს ნაღვლიანი და ჩუმი ტკენა.არ გყვარებია, დამიჯერე, უვიცო ბავშვო,ნეტავი ერთხელ, ცრემლს თვალებზე რომ აღარ აშრობ,შეგემთხვეს ნამდვილ სიყვარულის შმაგი წამება,რომ ის შენს სისხლში დატრიალდეს შხამის ალებად,როცა უძილო ღამის შავმა, გრძელმა წუთება,ლოგინში ნელა გტანჯოს, მოგცეს გულის ხუთება.გენატროს ძილი და შებრალება,ვერც წამწამები შეკრან თვალებმა,ეხუტებოდე შენ ქვითინით მხურვალე საბანს,ცოფი გახმობდეს, უნაყოფო სურვილით ჯაბანს,გჯეროდეს: ვერც კი დაიკვეხებდამისდამი ზიანს შენი გონებადაეცემოდა სატრფოს ფეხებთანდა თვით ღმერთების გასაგონებლად,გაოგნებული, ფერწასული, აცახცახებით,რაც კი ძალა გაქვს დაიძახებდი:”მომეცით, ღემრთნო, დამიბრუნეთ საწყალი გონი,დამომაშორეთ ეს მაცდური სახის ჩვენება,დიდხანს მიყვარდა: დამიბურნეთ მე მოსვენება”. . .მაგრამ ის სახე, სიყვარული ბნელ გულის მქონი,შენ შეგრჩებოდა მაინც მარად, როგორც ხსენება.
1818

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი