↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ახალგაზრდულად

აბაშიძე ირაკლი

2013-05-121 წთ საკითხავი4050 ნახვა

—
არ დავბერდები, გულო, არასგზით,(სხვა გზა რომ მქონდეს,სხვა შესაფერი);ვიწამლებ ჩემი მტკვრით და ალაზნით,ჩემი ზეკარით, ჩემი ლატფარით.ვიწამლებ ჩემი მცხეთის ლამპრებით,კოლხურ აისის ოქროს კონებით;ჩემი გეგუთისთეთრი ზღაპრებით,ჩემი თბილისის შემოდგომებით.არ მოვხუცდები, გულო, არასგზით,ლტოლვის, სიცოცხლის,სუნთქვის დასტურად...კუბოს კარამდის, კუბოს კარამდისგულო, დაღლილო _ ახალგაზრდულად!ახალგაზრდულადკვლავ მზეს ვეფეროთ,წლებსაც, _ჩვენზე რომ ლახვრად დაძრულა...ახალგაზრდულად, გულო, ბებერო,ცოტაც, სულ ცოტაც, ახალგაზრდულად!
აბაშიძე ირაკლი

აბაშიძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი