პოეზია · ლირიკა
კაპიტანი ბუხაიძე
მე, ქართველი ბუხაიძე,ბალყარეთის მთებში ვწევარ...რომ შემეძლოს საფლავიდან,ძმებო, მხრების წამოწევა,მე სიცოცხლეს ხელმეორედშევწირავდი მშობელ მხარეს,შევწირავდი იმავ მიწას,დღეს რომ გულზე დამაყარეს.ვინც დამხედოთ, გადაეცითსაქართველოს მთებს და ველებს,რომ მისი ძე, ბუხაიძე,აქა ვჟლეტდი სისხლის მსმელებს;არ ვუშვებდი დარიალთანგააფთრებულ ყვითელ გველებს...მე საფლავში არა ვწევარ, _აქ დარაჯად დამაყენეს.და ვუბარებ ყოველ ქართველს:მისი წმინდა ვალი არი _მოკვდეს, მაგრამ მკერდით შეჰკრასდერბენტი და დარიალი.