↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხმა ჯვრის მონასტრის გალავანთან

აბაშიძე ირაკლი

2026-07-182 წთ საკითხავი4040 ნახვა

—
-შენგან განდგომა,ო, ჯვარცმულო,მე რად დამბრალდა,მაღალ მწვერვალთა სალოცავო,ხატო ნაპრალთა,ძლეულთ ნუგეშო,დავრდომილთა თავშესაფარო,მაშვრალთ იმედო,ანთებულო ბნელში ლამპარო,არას მქონეთა საგანძურო,დიდო ზაფხულო,მიზანთ მიზანო უმაღლესო,რწმენით ნახულო.მე შენის მცნებისაღსარებავარ თვით აკვნიდან,შენია ჩემიგულიც,ცნობაც,ხმაც საკუთარი,მე სიყრმის დღიდანარ მქონიასხვა საყუდარი,შენგან არსჩემში რაც ამაღლდა,რაც რამ დაკნინდა.შენით, მე შენითათას გზაშიგზა არ შემშლია,შენმა განგებამ,შენმა მცნებამმართლად წარმმართა,შენ ამაშორებიწიერიწარღვნა წარმართთა,შენ ჩამაგონე ზეციური:„ღმერთი შენშია’’.და თუ რამ შევცდი,რამ შეგცოდე,რამ შემოგბედე,გულთამხილავო,ეს შენ უწყიუმალ ყოველი;მაღალ მსაჯულად,მაღალ მოწმედმყავს შემოქმედი-შენგან შენდობას,სულგრძელობასშენგან მოველი.მე ჩემს გონებას,გძნობას ვთვლიდიჩემს დიდ საუნჯედ,რადგან არსთაგანსმე მებოძაეს საბოძველი,შენ მთხოვდი თაყვანს,მხოლოდ თაყვანს,თაყვანს განუსჯელს,მე მხოლოდ განსჯის,მხოლოდ განსჯისვიყავ მლოცველი.თუ განმაკაცე,თუ დამადგითვალი სრულქმნელის ,თუ მომეც ძალიხან ფრთაშესხმის,ხან დაღონების-მე მსურდა შენგანსიტკბოცცნობის თავისუფლების,მე მწადდა შენგანსიხარულიცგანხმუკ გონები.მე ამ წადილითმე მ ლოცვითვიყავ დამწვარი;ხამს ლოცვა ჩემიარ მემწუხროს,ხამს,არ წამმწარდესდა თუ შენ მაინცცოდვად მითვლიამ ჩემს საწადელს-ცოდვა, არ ცოდვისჭეშმარიტისად ძევს სამძღვარი?!ნუ,ნუ შემრიცხავმე აქ ვდგავა,მე აქ მოველი,სადაც გიზგიზებსსუნთქვა შენიდა შენეულიიმ ჩემი სევდის,იმ წადილისკვალად მთხოველი,აწ გარდალი,მე სიბერისჭირით სნეული.შენგან განდგომაო, ჯვარცმულო,მე რად დამბრალდა,მაღალ მწვერვალთა სალოცავო,ხატო ნაპრალთა,შენ უპოვართა საგაძურო,დიდო ზაფხულო,მიზანთ მიზანო უმაღლესო,რწმენით ნახულო.’
აბაშიძე ირაკლი

აბაშიძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი