↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჰიმნი ტრადიციული

აბაშიძე ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი4042 ნახვა

—
შენ ხარ წარსული. . .მაგრამ არასდროსმხოლოდ ნამყო და მხოლოდ წარსული,სუნთქვას განაგრძობს,ბრწყინვას განაგრძობსშენი საუნჯე და საგანძური.
შენ ხარ სიცოცხლე,რადგან გაუძელათას ჭირსა და ხმლით გაციებას;ათას გაქრობას დღესასწაულზეხარ მარად უქრობ ცეცხლის ძიება.
შენ ხარ ძიებამარად მაღალის,მარად კეთილის, მარად მართალის,შენ ხარ ძიებაჯერ უნახავის,ჯერ უდაბურის, ჯერ უმართავის.
შენ ხარ ძიება, დაუდეგარი,მხოლოდ მომავლის,მხოლოდ ახალის,სწორედ ეგ არისსწორედ ეგ არისსწორედ აქ არის,სწორედ აქ არის!
შენ ხარ მარჯვენა, მარად მფეთქავი,შენ ხარ სანთელი დაუქრობელი,შენ ხარ სიმკვრივე გაუკვეთავი,შენ ხარ სიმაღლე დაუპყრობელი.
ხარ გაქანება, ხარ წინმსვლელობა,ხარ ცად ასროლა ადათ-წესების,როგორც სხივები უსასრულობას -ათასწლებს გაჰყვეს შენი ფესვები.
აბაშიძე ირაკლი

აბაშიძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი