პოეზია · ლირიკა
გარდაცვლილი გიტარების ხმა (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
დამშრალ და წყალუხვ მდინარეთა გაშლილ მკლავებზეწევს ჩემი მხარე და ზღვა მისი სასთუმალია.ო, არსად სხვაგან მე ისეთი არ მეგულებატკბილი სიმღერა, როგორც იქ, ჩემს სიცილიაში...
მე დავაბიჯებ მოშრიალე ლაქაშებს შორის.ლოკოკინებით დამძიმებულ ლაქაშებს შორისდავდივარ მე და... შემოდგომის მიწურულია.ცაზე ღრუბლები ირევიან და ცას შორიდანმოაქვს გარდაცვლილ გიტარების მტირალი ხმები.ო, ამ გიტარებს პირდაღებულ ნაპრალთა მსგავსადვეება ხახა დაუღიათ, და მათ სიღრმეშიმზეში გარუჯულ ჯადოქართა თითები ჰქრიან.
ამოდის მთვარე, მის სარკის წინ ზანტი ზმორებითთმებს ივარცხნიან აშოლტილი ქალიშვილებიდა კეკლუცობენ ფორთოხლებით გავსილი უბით...ვინ მოთქვამს ასე? გამწარებით ვინ იქნევს მათრახს?ვინ ურტყამს მათრახს ყალყზე შემდგარ ველურ ულაყებს?გავჩერდეთ აქეთ, ამ ბუჩქებთან, ნუ მივალთ ახლო.ნუ ჩამახედებ, საყვარელო, ზღვის ვრცელ სარკეში.სხვისი ხვედრია შიგ ჩახედვა: მომღერალ ვაჟთა,მაღალ ხეთა და მდინარეთა ნათელი ხვედრი...
ვინ მოთქვამს ასე?არ იფიქრო, მე ვიყო თითქო, -ეს მდინარეთა ნაპირებზე მათრახი წივისდა ყორნისფერი ულაყები დგებიან ყალყზე,და მაღაროებს თავს ევლება გოგირდის კვამლი.ო, არ იფიქრო, არ იფიქრო, მე ვიყო თითქო!..ეს ხმა შორიდან შემოდგომის ქარმა მოდენა.
იქ, ჩემს მხარეში, ხალხმა იცის ხანჯლის ხმარებაცდა მთვარის შუქით მკურნალობა სნეული გულის.