პოეზია · ლირიკა
მილანი. აგვისტო. 1943. (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
ხელის ფათურით ამაოდ ეძებმტვერში რაღაცას.ქალაქი მოკვდა.მოკვდა...მის თავზეუკანასკნელადცამ დაიგრგვინა...ტაძრის გუმბათზე გაბმულ ანტენასმოსწყდა, ვით ცრემლი, ნაზი ბულბული...კმარა,ნუღარ თხრით ჭებს ეზოებში, -ცოცხლებს წყურვილი აღარ აწუხებთ!ნუ შეეხებით ნახევრადმიხრწნილგაბერილ გვამთა წითელ სხეულებს.დაე, ეყარნონ მტვრიან მიწაზეიქ, სადაც მათი სახლები დგანან...ქალაქი მოკვდა.გარდაიცვალა.